სასწავლო სივრცე

 

საერთაშორისო ბანაკი საქართველოში

დასვენება, გართობა, სასაუბრო უცხო ენა ინტენსიური მეთოდით და აქტივობები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში!

ცხოვრება სასტუმროში „ბაკურიანი რესორტი“ და ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტები!

ბანაკელების ასაკი 6-დან 17 წლის ჩათვლით.

 

 

ბანაკი გაიმართება საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის დაცვით. შესაბამისად, კომპანია იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში ბანაკის პროგრამაში ცვლილებები შეიტანოს.

წელს WEX-ის ბანაკში სიახლეებია: 

1. ბანაკი გაიმართება 4 ნაკადად;

2. მე-4 ნაკადი გერმანულენოვანია. პირველი სამი ნაკადი - ინგლისურენოვანი.

თარიღები:

I ნაკადი   - 22.06-06.07.2023 (15 დღე/14 ღამე)

II ნაკადი  - 10.07- 24.07.2023 (15 დღე/14 ღამე)

III ნაკადი - 28.07 - 11.08.2023 (15 დღე/14 ღამე)

IV ნაკადი - 15.08-29.08.2023 (15 დღე/14 ღამე) - გერმანულენოვანი


სწავლების მეთოდი ეფუძნება ინგლისურ/გერმანულ ენაზე აქტიურ კომუნიკაციას და უზრუნველყოფს სასაუბრო ენის სწრაფად და მარტივად დაუფლებას. მეცადინეობები და აქტივობები ტარდება სპეციალური პროგრამით მთელი დღის განმავლობაში.

ბავშვები განაწილდებიან ჯგუფებში  ენის ცოდნის დონის მიხედვით. დონე განისაზღვრება ტესტირების შედეგად, რომელიც ჩატარდება ბანაკში ჩასვლის დღეს. სასწავლო პროცესს გაუძღვებიან უცხოელი და ქართველი პედაგოგები.

ჩვენმა კომპანიამ 2011 წლიდან დაიწყო საქართველოში ინგლისურენოვანი ბანაკების ორგანიზება და უკვე მე-13 წელია ბანაკში ბავშვები არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ უცხოეთიდანაც ჩამოდიან. ბოლო წლების სტატისტიკით WEX International Camp-ში 12 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ბანაკის მონაწილეთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება. არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენს ბანაკს ყოველწლიურად სტუმრობენ.

პროგრამა და პირობები (ფასში შედის):

 პროგრამის ხანგრძლივობა: 15 დღე/14 ღამე;

მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად. უმცროს ჯგუფს (6-8წ) პედაგოგებთან ერთად ჰყავს ძიძა;

ბანაკის ხელმძღვანელი, ბანაკის ხელმძღვანელის ასისტენტი;

სპეციალისტები სხვადასხვა აქტივობებისთვის;

საცხოვრებელი ადგილი: სასტუმრო „ბაკურიანი რესორტი“;

ბავშვები იცხოვრებენ 3-4 ადგილიან ნომრებში. ყველა ნომერში არის სველი წერტილი.

ოთახების დალაგება-დასუფთავება საქართველოს მთავრობის მიერ გაცე მული რეკომენდაციის შესაბამისად. თეთრეულის შეცვლა ყოველ მე-5 დღეს; ბანაკის საფირმო მაისურების რეცხვა ნაკადის მიმდინარეობის პერიოდში ერთხელ  უფასოდ. სხვა შემთხვევაში რეცხვა ფასიანია-1კგ სარეცხის ფასი, 2 ლარი.

აქტივობები ინგლისურ/გერმანულ ენაზე მთელი დღის განმავლობაში;

საკანცელარიო ნივთები;

კვება: 3-ჯერადი. ღორის ხორცი რაციონში არ არის. ყოველდღიურად მიირთმევენ კერძებს ხორცით ან თევზით, რძის პროდუქტს, ხილს და ბოსტნეულს, ნამცხვარს (სურვილის შემთხვევაში, მოგაწვდით დეტალურ მენიუს);

ლაშქრობები;

სხვადასხვა შეჯიბრი და კონკურსები;

დაზღვევა საქართველოს ტერიტორიაზე (ბანაკის ნაკადის მიმდინარეობის პერიოდში);

ტრანსფერი: თბილისი-ბაკურიანი-თბილისი; ქუთაისი-ბაკურიანი-ქუთაისი; ბათუმი-ბაკურიანი-ბათუმი; მგზავრობა კომფორტული ავტობუსით (შეკრების ადგილები და დრო მითითებულია ქვემოთ);

მაისურები კომპანიის ლოგოთი;

კომპანია «World Express »-ის სერთიფიკატი;

კომპანია «World Express »-ის მედლები;


აქტივობები და ფაკულტატურები:

პროფესიული მასტერკლასები;

ქართული ეროვნული ცეკვების შესწავლა;

ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა;

სამეჯლისო ცეკვების შესწავლა;

ჟესტების (ყრუ-მუნჯთა) საერთაშორისო ინგლისური ენის შესწავლა;

ქართული ენის ფაკულტატური  უცხოელებისთვის;

ბანაკის მსვლელობისას შესაძლოა დაემატოს სხვა ტიპის აქტივობებიც.

   ექსკურსიების ჩამონათვალი:

რაბათის ციხე (IX საუკუნე);

მცხეთა, ჯვრის მონასტერი (VI საუკუნე);

ბორჯომის  პარკი.

ექსკურსიები გაიმართება ინგლისურ ენაზე. 6-7-8 წლის ბავშვები ექსკურსიაზე დაიშვებიან  მხოლოდ  ბორჯომის პარკში.

ისეთი ექსკურსიების დროს, როცა ჯგუფი ვერ ასწრებს სასტუმროში სადილისთვის დაბრუნებას, ბანაკელები  საექსკურსიო ობიექტის მახლობლად მდებარე რესტორანში ისადილებენ. კვება შედის ექსკურსიის ფასში.

ექსკურსიები ფასში არ შედის. ექსკურსიის შესყიდვა უნდა მოხდეს წინასწარ, ბანაკის საგზურის დაჯავშნისას. მონაწილეს შეუძლია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე ექსკურსია ან საერთოდ უარი თქვას ექსკურსიაზე.

შენიშვნა: დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეებს მხოლოდ 1 საათით აქვთ მობილური ტელეფონების გამოყენების უფლება. დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში ტელეფონები ინახება ჯგუფის ხელმძღვანელთან. მშობელს შეუძლია 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს ბანაკის ხელმძღვანელს ან ბანაკის ხელმძღვანელის ასისტენტს და მიიღოს ინფორმაცია ბავშვის შესახებ.

მშობელთა დღე: არა!

თუ ბავშვს დაბადების დღე აქვს, მშობლებს შეუძლიათ ბავშვის ბანაკიდან გაყვანა საუზმის შემდეგ ვახშმამდე.

 

ორგანიზებული ტრანსფერები ქალაქებიდან (ფასში შედის):

შეკრება: 22.06.2023, 10.07.2023, 28.07.2023, 15.08.2023

თბილისი, ბიზნეს-ცენტრი „მეგალაინი“-ს ავტოსადგომი (რაჟდენ გვეტაძის ქუჩის მხრიდან), არჩილ კერესელიძის ქუჩა-12. შეკრება: 09:00 სთ, გამგზავრება 10:00 სთ

ბათუმი, მისამართი: ბულვარის ცენტრალური შესასვლელი. შეკრება: 07:30 სთ, გამგზავრება 08:00 სთ. შეკრების ადგილზე დაგხვდებათ კომპანიის წარმომადგენელი და მძღოლი.

ქუთაისი, მისამართი: ახალგაზრდობის პარკის ცენტრალური შესასვლელი. შეკრება: 10:00 სთ, გამგზავრება 10:30 სთ. შეკრების ადგილზე დაგხვდებათ კომპანიის წარმომადგენელი და მძღოლი (ქუთაისის მგზავრებს დაიმატებს ბათუმიდან მომავალი ტრანსპორტი).

სხვა რეგიონების წარმომადგენლები უნდა მობრძანდნენ ზემოთ მითითებულ შეკრების პუნქტებთან.

მშობლებმა წინასწარ უნდა გვაცნობონ, შეკრების რომელ პუნქტზე მიიყვანენ ბავშვს.

 

 რეგისტრაციისთვის საჭიროა:

გამოგზავნოთ (მშობელმა) ელექტრონული ფოსტის მისამართზე training@wex.ge   ბავშვის პირადობის (ან დაბადების მოწმობის) და ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, შეავსოთ ანკეტა (გამოგეგზავნებათ ელექტრონულად), მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებას (გამოგეგზავნებათ ელექტრონულად) და გადაიხადოთ მონაწილეობის თანხა წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. 

გადახდისას დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ: „(ბავშვის სახელი და გვარი) საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის საფასური“.

ფასში არ შედის: დამატებითი დაზღვევა, დამატებითი ტრანსფერები, ექსკურსია და სხვა მომსახურება, რაც არ არის მითითებული პროგრამაში.

ფასი (საქართველოს მოქალაქეებისთვის)  - 2090  ლარი

ფასი უცხოეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის  - 950 $ (ექვივალენტი ლარში)

 

დღის განრიგი:

08:00 – გაღვიძება;

08:30 - დილის ვარჯიში;

09:00 - საუზმე;

09:30 - პირველი მეცადინეობა (სასაუბრო უნარები, კითხვა, გრამატიკა, სიტყვათა მარაგი);

10:30 - შესვენება;

10:45 – მეორე მეცადინეობა (საგნობრივი დისციპლინები);

11:45 -შესვენება;

12:00 - ფაკულტატურები;

14:00 - სადილი;

14:30 - მესამე მეცადინეობა (კომუნიკაციის უნარები);

15:30 - ინტელექტუალური ღონისძიებები, სპორტული აქტივობები;

16:30 - თამაშები;

18:30 - თავისუფალი დრო (გაიცემა მობილური ტელეფონები 1 საათის განმავლობაში);

19:30 - ვახშამი;

20:00 - შეჯიბრი, კონკურსები, კრეატიული თამაშები, დისკოთეკა;

21:00 - ფილმის ჩვენება;

22:30 - დაძინება;

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შ.პ.ს. „ვორლდ ექსპრესი“

training@wex.ge

+995 574 404089(მარი); +995 574 404003(კახა),

ოფისი: +995 322 492949;

Skype: worldexpressconsultant; world.express.travel-1

კომპანიის მისამართი: #12-ა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, 0160 თბილისი, საქართველო.

 

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

შ.პ.ს. „ვორლდ ექსპრესი“ (ს/კ: 205284342) 2009 წელს დაარსდა.

დღეს კომპანია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს:

 შემომყვანი ტურიზმი;

 გამყვანი ტურიზმი;

 ავიაბილეთები;

 ტრანსპორტით მომსახურება;

 საერთაშორისო საბავშვო ბანაკები (WEX International Camp).

კომპანია 2009 წლიდან წარმატებულად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი მომხმარებლები საქართველოსა  და უცხოეთის მოქალაქეები არიან. გამოცდილი გუნდი მომსახურების სანდოობასა და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

 

FB: https://www.facebook.com/world.express.ltd/

გამოხმაურება: https://www.facebook.com/pg/world.express.ltd/reviews/?ref=page_internal

ფილმი-პრეზენტაცია: https://www.youtube.com/watch?v=fWYsNFou9VE

 

სხვა ვიზუალური ინფორმაცია YouTube-ზე:

https://www.youtube.com/channel/UCg7JKm1O4AjZspp6erxSpJA

https://www.youtube.com/watch?v=C3uQ2kFFWEI

https://www.youtube.com/watch?v=vf6GAuyNCuA

https://www.youtube.com/watch?v=aGUQ9ODvvzQ

https://www.youtube.com/watch?v=q_13ZQ9hmfE

https://www.youtube.com/watch?v=tjZDALnntrU

https://www.youtube.com/watch?v=YZhCvpp2Xjw

 




ბანერები
Created By itoffice