სახმელეთო გადაზიდვები
    საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები - ტვირთების მიწოდების ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა. ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა ყველაზე მოსახერხებელია ევროპის, დსთ-სა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობისას.
საავტომობილო გადაზიდვები გაცილებით კონტროლირებადი და უნივერსალურია: ავტოტრანსპორტის გამოყენებით შესაძლებელია სახიფათო, არაგაბარიტული და ტემპერატურული რეჟიმის ტვირთების გადაზიდვაც.

       ვორლდ ექსპრესი
 ორგანიზებას უკეთებს:
- სახიფათო ტვირთების გადაზიდვას;
- არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვას;
- შერეული ტვირთების გადაზიდვას.

   საავტომობილო გადაზიდვის მთელი პროცესის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლები აკონტროლებენ ტვირთის გადაადგილებას, რითაც გადაზიდვის უსაფრთხოებას და ოპერატიულობას უზრუნველყოფენ. ჩვენს დამკვეთებს შეუძლიათ შევიდნენ ჩვენს ვებ-გვერდზე საკუთარ კაბინეტში, სადაც ყოველთვის მიიღებენ სრულ ინფორმაციას მათი ტვირთის ადგილსამყოფელის, დატვირთვის, გაგზავნისა და დანიშნულების ადგილას მიღების თარიღის შესახებ.

     ავტოგადაზიდვების უპირატესობები და ნაკლოვანებები.

    უპირატესობები:
- დატვირთვის ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე ტვირთის მიწოდება გადატვირთვის გარეშე;
- ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- ტვირთების კონსოლიდაციისა და მცირე ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა;
- რკინიგზისგან, საზღვაო და სხვა პორტებისგან დამოუკიდებლობა;

     ნაკლოვანებები:
- შეზღუდულია დიდ მანძილზე დიდი მოცულობის ტვირთების ტრანსპორტირებისას;
- დამოკიდებულია ავტოსაგზაო ქსელზე (ტრანსკონტინენტალური ტვირთების ტრანპორტირებისას);
- ტრანსპორტის ძვირფასი სახეობაა დიდ მანძილზე ტვირთის გადატანისას.
  ვორლდ ექსპრესი წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით ითანამშრომლებს თქვენთან!