შერეული, ნაკრები ტვირთები

        საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე ტვირთების (რამდენიმე კილოგრამიდან რამდენიმე ტონამდე) გადზიდვაა საჭიროა. ცალკე სატრანსპორტო საშუალების გამოყენება ამ შეთხვევაში არ არის მიზანშეწონილი. ამიტომ ერთ სატრანსპორტო საშუალებაში იტვირთება ორი ან მეტი სხვადასხვა ტვირთი. ასეთი გადაზიდვას შერეული გადაზიდვა ეწოდება, ხოლო ტვირთს - ნაკრები ტვირთი.


      ვორლდ ექსპრესი ორგანიზებას უკეთებს ნაკრები ტვირთების გადაზიდვას სატრანზიტო საწყობების გავლით, რომელთა შორის მუდმივი სატრანსპორტო კავშირი არსებობს. მცირე ტვირთების გადაზიდვის ასეთი სისტემა მნიშვნელოვანი ეკონომიისა და სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობის ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა. 

       ნაკრები ტვირთების გადაზიდვისთვის ერთნაირად ეფექტურად გამოიყენება საავტომობილო, საავიაციო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტი. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო შერეული გადაზიდვები დსთ-ის ქვეყნებში შეფერხებულია სატრანზიტო-სასაწყობე ინფრასტრუქტურის სუსტად განვითარების გამო. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, იქ სატრანზიტო საწყობების პრობლემა პრაქტიკულად არ არსებობს და შესაბამისად შერეული ტვირთების გადაზიდვებიც შეუფერხებლად ხორციელდება.

  ვორლდ ექსპრესი წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით ითანამშრომლებს თქვენთან!